საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალურ მიმართვაში აღნიშნავს, რომ სკოლა არა მხოლოდ განათლების მიღების ადგილი, არამედ სივრცეა, სადაც ყალიბდება პიროვნება, იძენენ ღირებულებებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
დარგალის თქმით, ახალგაზრდებს წინ ახალი შესაძლებლობებითა და გამოწვევებით სავსე გზა ელოდებათ და მათი ნიჭი, ენერგია და მონდომება ქვეყნის წარმატებული მომავლის საფუძველია.
„წინ ახალი გზა გელოდებათ – სავსე შესაძლებლობებით, გამოწვევებით და გამარჯვებებით. მჯერა, რომ თქვენში არსებული ენერგია, ნიჭი და მონდომება აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე.
გისურვებთ გამბედაობას, სწორი არჩევანის გაკეთებას და იმ გზის პოვნას, რომელიც გულით გსურთ. იარეთ წინ სუფთა გულით და ძლიერი რწმენით – თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი.“ – მიმართავს პარლამენტარი კურსდამთავრებულებს.