სიახლე

მძღოლი ცუდად გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა – საპატრიარქოსთან მომხდარის დეტალები

მედიაცენტრი

მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ნაქირავები იყო – ავტომობილის მფლობელის ცნობით, მძღოლი საჭესთან ცუდად გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. როგორც ავტომობილის მფლობელი ამბობს, მისი მშობლები მანქანას ვებსაიტის მეშვეობით აქირავებენ. ამ შემთხვევაშიც, მათთვის უცხო კაცი მათ დაუკავშირდა, რის შემდეგაც ავტომობილი მიაქირავეს. ავტომობილის მფლობელმა ჯერ სხვა დეტალები არ იცის, თუმცა ამბობს, რომ კაცის მონათხრობის თანახმად, იგი საჭესთან ცუდად გახდა და ამიტომ შეეჯახა შლაგბაუმსა და ჭიშკარს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა – შედეგად დაზიანდა შლაგბაუმი და ჭიშკარი. ფოტო: ნიუსჰაბი The post მძღოლი ცუდად გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა – საპატრიარქოსთან მომხდარის დეტალები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი