„რაც ჩვენ კოპენჰაგენში ვიხილეთ, ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება“ – კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოპენჰაგენში საპროტესტო აქციის დარბევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ფაქტს ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და ვერც გამართლება. „ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან აშკარაა. მე არ მექნებოდა პასუხის მოლოდინი, გამომდინარე იქიდან, რომ საპასუხო მათ არაფერი აქვთ. ისინი სინამდვილეში ძალიან კარგად აცნობიერებენ იმ უკუსვლას, რომელიც ჩანს მთელი ევროკავშირის მასშტაბით და მათთვის ეს უკუსვლა არის ნორმალური მოვლენა. ეს არის ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება. რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა… The post „რაც ჩვენ კოპენჰაგენში ვიხილეთ, ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება“ – კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →