სიახლე

ოზურგეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ძებნილი თამაზ ტრაპაიძე დააკავეს

მედიაცენტრი

ოზურგეთში, რესტორან “ფიროსმანში” მომხდარი დაჭრის ფაქტზე ძებნილი თამაზ ტრაპაიძე თბილისში დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. ცნობისთვის, რესტორან “ფიროსმანში” 28 წლის ბექა პატარავა 7 მაისს დაჭრეს. ახალგაზრდას მუცლის ღრუში შემავალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. მომხდარიდან მალევე, პოლიციამ რესტორნის მფლობელი გიორგი გობრონიძე დააკავა. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ 23 წლის გობრონიძეს, რომელიც წარსულში ორჯერ, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით არის ნასამართლევი, თან ახლდა ერთი პირი – თამაზ ტრაპაიძე, რომელიც სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდა და ის ამ დრომდე მიმალვაში იყო. გიორგი გობრონიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. როდის იმსჯელებს სასამართლო მეორე დაკავებულის… The post ოზურგეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ძებნილი თამაზ ტრაპაიძე დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი