,,ევროვიზიის სიმღერების ჰანგებზე კიევმა კიდევ ერთი მასობრივი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა” – ზახაროვა
„ევროვიზიის სიმღერების ჰანგებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი მასობრივი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ. ,,სამიზნეები მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო – ადამიანები, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. ეს ტერორისტული თავდასხმები, ისევე როგორც წინა თავდასხმები, ზელენსკის და ბანკოვას, ასევე მათი დამფინანსებელი კოლექტიური დასავლური უმცირესობის მიერ ჩადენილი დანაშაულებია“, – აღნიშნა ზახაროვამ. ცნობისთვის, რუსული მხარის ინფორმაციით, ღამით მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. The post ,,ევროვიზიის სიმღერების ჰანგებზე კიევმა კიდევ ერთი მასობრივი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა” – ზახაროვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →