გერმანიაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს მმართველი კოალიციის დაშლა სურს
გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის მოსახლეობის 47%-ს მმართველი კოალიციის დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სურს. გამოკითხვის თანახმად, კოალიციის დაშლის მსურველთაგან 38%-ს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სურს, 9%-ს – ახალი კოალიციისა და უმცირესობის მთავრობის ფორმირება, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალისტური“ კავშირებისგან იქნება შექმნილი. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 30% მმართველი კოალიციის შენარჩუნებას ემხრობა, ხოლო 24%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. როგორც მედია აღნიშნავს, გერმანიის მოქმედმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიულ“ კავშირს წარმოადგენს, კოალიციიდან გასვლა და უმცირესობის მთავრობის შექმნა გამორიცხა. The post გერმანიაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს მმართველი კოალიციის დაშლა სურს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →