სიახლე

ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

Timer

ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, რასაც ავტობუსში ხანძარი მოჰყვა, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. მათივე ცნობით, მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა და დაშავებულების გადარჩენა შეძლეს. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ბანგკოკში მოხდა. მათივე ცნობით, მატარებლისა და ავტობუსის გარდა, ცეცხლი მსუბუქ ავტომობილებსა და მოტოციკლებზეც გავრცელდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. Source

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი