სიახლე
,,თუ ვენსი აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტს, მე მას მხარს დავუჭერ” – რუბიო
მედიაცენტრი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ, თუ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მომდევნო არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტს, ის მას მხარს დაუჭერს. როგორც რუბიომ აღნიშნა, ვენსი მისი კარგი მეგობარია და ის პრეზიდენტობის ფენომენალური კანდიდატი იქნება. ჟურნალისტმა რუბიოს ასევე ჰკითხა, განიხილავს, თუ არა ის საკუთარ თავს პრეზიდენტობის კანდიდატად, რაზეც მან უპასუხა, რომ კიდევ 2,5 წელიწადი მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობა მოუწევს და წინ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. The post ,,თუ ვენსი აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტს, მე მას მხარს დავუჭერ” – რუბიო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.