სიახლე

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

Alia

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბრე“ დარღვევების გამო დააჯარიმა. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სასურსათო სივრცეში კატის არსებობას შეეხებოდა, „ლიბრეში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა, შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობების განმეორების ფაქტი, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია. მათი ცნობით, მაღაზიას შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი და ვადაგასული სურსათი დაილუქა. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ […] The post სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა appeared first on .

პირველწყარო →

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბრე“ დარღვევების გამო დააჯარიმა.  როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სასურსათო სივრცეში კატის არსებობას შეეხებოდა, „ლიბრეში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა, შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობების განმეორების ფაქტი, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია.

მათი ცნობით, მაღაზიას შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი და ვადაგასული სურსათი დაილუქა.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ( ცხოველის, კატის არსებობა სასურსათო სივრცეში), სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელა ს/ს „ნიკორა ტრეიდში“ („ლიბრე“, ს/კ 206255808 მის: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 19). ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობების განმეორების ფაქტი, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა appeared first on .


მსგავსი