სიახლე

კუბაზე საპროტესტო აქციები გაიმართა

მედიაცენტრი

აშშ-ის ბლოკადის ფონზე შექმნილი ელექტროენერგიის კრიზისის გამო კუბაზე საპროტესტო აქციები გაიმართა. Reuters-ის ცნობით, ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გასულ ღამეს კუბის დედაქალაქ ჰავანას ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა დედაქალაქის ქუჩებში ნაგავი დაწვეს და ხმამაღალი შეძახილებით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოითხოვეს. Reuters-ი წერს, რომ მას შემდეგ რაც იანვარში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბას ნავთობზე ემბარგო დაუწესა და ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან, ტარიფების დაწესებით დაემუქრა, ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი გამწვავდა და ჰავანის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგია დღის განმავლობაში 22 საათითაც კი ითიშება. დემონსტრაციების დაწყებამდე კუბის ენერგეტიკის მინისტრმა, ვისენტე დე ლაო-მ განაცხადა, რომ ქვეყანაში საწვავის მარაგი ამოიწურა. The post კუბაზე საპროტესტო აქციები გაიმართა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი