სიახლე
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მედიაცენტრი
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ქალაქ გორში მოქალაქეს ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.