სიახლე

დღეს, სვეტიცხოველში შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება

მედიაცენტრი

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქმა,შიო III-მ განაცხადა. მსახურება დაიწყება 10:00 საათზე. „ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა. უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინტრონიზაცია შედგება 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მსახურება დაიწყება 10:00 საათზე“,- აღნიშნა ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ. The post დღეს, სვეტიცხოველში შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი