სიახლე

გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში შესვლა – საპატრიარქო

Alia

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა. მათივე ცნობით, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას. შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. წმინდა სინოდის […] The post გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში შესვლა – საპატრიარქო appeared first on .

პირველწყარო →

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა.

მათივე ცნობით, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას.

შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

The post გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში შესვლა – საპატრიარქო appeared first on .


მსგავსი