,,სამშობლოში დაბრუნებულებს საგანგებოდ მოწყობილ კლინიკებში გადაიყვანენ” – ჯანმო განცხადებას ავრცელებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საკრუიზო ლაინერიდან MV Hondius, რომელზეც ჰანტავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, მგზავრების რეპატრიაციას იწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულებს საგანგებოდ მოწყობილ კლინიკებში გადაიყვანენ, სადაც მათ 42-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ჯანმოს ეპიდემიისა და პანდემიის პრევენციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მიღებული ზომების ფონზე ვირუსის გავრცელების რისკი პრაქტიკულად, არ არსებობს. მგზავრების ევაკუაცია ტენერიფედან დაიწყება, რომლის პორტსაც გემმა დღეს მიაღწია. ჯანმოს მონაცემებით, ჰანტავირუსი ხომალდის მხოლოდ 8 მგზავრის დაუდასტურდა. მათგან 3 გარდაიცვალა. The post ,,სამშობლოში დაბრუნებულებს საგანგებოდ მოწყობილ კლინიკებში გადაიყვანენ” – ჯანმო განცხადებას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →