აქციების საქმეზე დაკავებულ მოქმედ და ყოფილ ძალოვნებს პატიმრობა შეუფარდეს
5 მოქმედ და ყოფილ ძალოვანს, რომლებიც 2024 წლის აპრილსა და ნოემბერში საპროტესტო აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილს, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პატიმრობა შეუფარდეს. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც. „ამ დროის განმავლობაში ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა ასობით მოწმე, ასევე გამოთხოვილი იყო ათობით საათის ვიდეოჩანაწერი. ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ არის. უდიდესი სამუშაო იყო გაწეული და სწორედ ამის შედეგია, რომ ამ შემთხვევაში 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა გამოძიება ამ ეტაპისთვისაც გრძელდება“, – აღნიშნა საქმის… The post აქციების საქმეზე დაკავებულ მოქმედ და ყოფილ ძალოვნებს პატიმრობა შეუფარდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →