სიახლე

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა

Alia

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) დიაგნოზის მქონე პაციენტების დახმარების თხოვნით მიმართა. ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ოფიციალური წერილი ევროკავშირის ელჩს დღეს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, წერილში ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს დახმარებას სთხოვს DMD-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების დაფინანსების შესაძლებლობებისა და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების იდენტიფიცირებაში, რაც მათ ტვირთის შემსუბუქებაში […] The post სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა appeared first on .

პირველწყარო →

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) დიაგნოზის მქონე პაციენტების დახმარების თხოვნით მიმართა.

ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ოფიციალური წერილი ევროკავშირის ელჩს დღეს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, წერილში ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს დახმარებას სთხოვს DMD-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების დაფინანსების შესაძლებლობებისა და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების იდენტიფიცირებაში, რაც მათ ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარება.

„იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა სულ უფრო იზღუდება, თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა DMD-ით დაზარალებული პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს ხალხის მხარდაჭერის მიმართ“,- აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

The post სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა appeared first on .


მსგავსი