სიახლე

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს 18 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს

მედიაცენტრი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს გია ონიანს, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებს: ნუგზარ ტვილდიანსა და გიორგი გულბანს გირაო შეუფარდეს. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის გია ონიანის ადვოკატის ინფორმაციით, ონიანი 18 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება, ნუგზარ ტვილდიანს 12 000 და გიორგი გულბანს 13 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს. აღნიშნული გადაწყევტილება ქუთაისის სასამართლოში მიიღეს. The post ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს 18 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი