სიახლე

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ტვ ოდიში

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ გელა ხასაიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი ექნება. ამ შეთანხმების მიხედვით, გელა ხასია პატიმრობიდან სექტემბერში გათავისუფლდება. მოსამართლემ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან […] The post გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ გელა ხასაიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი ექნება.

ამ შეთანხმების მიხედვით, გელა ხასია პატიმრობიდან სექტემბერში გათავისუფლდება.

მოსამართლემ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პროკურატურის მტკიცებით, 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.

The post გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი