სიახლე

“9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს” – ზაზა ბიბილაშვილი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს” – ზაზა ბიბილაშვილი ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და მიაჩნია, რომ საქართველომ ნაციზმის დამარცხების დღე 8 მაისს უნდა აღნიშნოს: “როდესაც ვსაუბრობთ 9 მაისზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ: – ის ომი საქართველოს ომი არ ყოფილა; – საქართველოს თავისი ნებით არ აურჩევია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა (ოკუპირებული ვიყავით); – მეორე მსოფლიო ომი საქართველოსთვის “სამამულო” ომი არ […] “9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს” – ზაზა ბიბილაშვილი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და მიაჩნია, რომ საქართველომ ნაციზმის დამარცხების დღე 8 მაისს უნდა აღნიშნოს:

“როდესაც ვსაუბრობთ 9 მაისზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ:

– ის ომი საქართველოს ომი არ ყოფილა;
– საქართველოს თავისი ნებით არ აურჩევია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა (ოკუპირებული ვიყავით);
– მეორე მსოფლიო ომი საქართველოსთვის “სამამულო” ომი არ ყოფილა. სამამულო იყო 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც 5 კვირა გაგრძელდა;
– ოკუპანტმა რუსეთმა თავის ომში საზარბაზნე ხორცად 700 ათასამდე ქართველი გაიწვია (როგორც ახლა იწვევს ჩეჩნებს და ბაშკირებს);
– საქართველოს არასდროს ჰყოლია 700-ათასიანი არმია, რომელიც საქართველოსთვის იბრძოლებდა;
– საქართველომ რუსეთისთვის ომში დაკარგა 300 ათასამდე ადამიანი. იმაზე განუზომლად მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ომში თავისი ისტორიის მანძილზე;
– 300 ათასი ადამიანი რომ დაღუპულიყო საქართველოსთვის რომელიმე ომში, ახლა მართლა “ნიკოფსიიდან დარუბამდამდე და სინოპიდან არდაველამდე” ვიქნებოდით;
– 300 ათასი ადამიანი შევწირეთ მტერს, რომელმაც დაგვიხოცა ერის ინტელექტუალური და სამხედრო ელიტა, პლუს მიიტაცა ან გააჩუქა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის მესამედი(!).

ხოდა, 9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

“9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს” – ზაზა ბიბილაშვილი
პარალელი


მსგავსი