სიახლე

რუსტემ უმეროვი მაიამიში სტივ უიტკოფს შეხვდება

მედიაცენტრი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რუსტემ უმეროვი მაიამიში გაემგზავრა, სადაც სტივ უიტკოფს შეხვდება. ,,კი, გაემგზავრა და უკვე შეატყობინა პრეზიდენტს, მალე იქნება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია”, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის კომუნიკაციის საკითხებში მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა. ცნობისთვის, მანამდე უკრაინული და საერთაშორისო მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რუსტემ უმეროვი მიმდინარე კვირას მაიამიში გაემგზავრებოდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შესახვედრად. The post რუსტემ უმეროვი მაიამიში სტივ უიტკოფს შეხვდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი