„სიღარიბე და სოციალური იზოლაცია – ეს არის გამოწვევები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ” – ლაიენი
ევროკომისიამ წარადგინა სოციალური გეგმა, რომლის მიზანს სიღარიბის დაძლევა და შშმ პირების უფლებების დაცვა წარმოადგენს. ევროკომისიის მონაცემებით, სიღარიბე ევროკავშირის ყოველ მეხუთე მცხოვრებს და ყოველ მეოთხე ბავშვს ემუქრება. ასევე, ევროკავშირის მცხოვრებლების 40% საკუთარი საცხოვრებელი სახლის არარსებობას უჩივის, ხოლო 1 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ ითვლება. ევროკომისიის მონაცემებით, 93 მილიონი ადამიანი ფინანსურ სირთულეებს განიცდის, განსაკუთრებით დაუცველები არიან მარტოხელა დედები და მამები, ასევე, 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. „სიღარიბე და სოციალური იზოლაცია – ეს არის გამოწვევები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ. დღეს ჩვენ სიღარიბის შემცირების სტრატეგიას წარვადგენთ. ვდგამთ გაბედულ ნაბიჯებს, ვაძლიერებთ რა გარანტიებს ბავშვებისთვის, უსახლკაროების პრობლემის პროფილაქტიკას ვაუმჯობესებთ… The post „სიღარიბე და სოციალური იზოლაცია – ეს არის გამოწვევები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ” – ლაიენი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →