საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დავით არჩვაძეს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც გენერალური ინსპექციის საქმიანობის ეფექტიანობას კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დავით არჩვაძემ სოსო ობოლაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე აგრძელებს. გეკა გელაძემ მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვა”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
The post სუს-ის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს appeared first on გურია ნიუსი.