სიახლე
ოჩამჩირეში, 15 წლის გოგო 16-სართულიანი შენობიდან გადავარდა
მედიაცენტრი
ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, 15 წლის გოგო 16-სართულიანი შენობიდან გადავარდა. „რაიონის პროკურატურამ“ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციი გოგო სკოლა-ინტერნატის მოსწავლე იყო. „გოგონა იყო მოწესრიგებული და წარმატებული, კარგად სწავლობდა, იყო კალათბურთელი და შეჯიბრებისთვის ემზადებოდა. ის იზრდებოდა მოსიყვარულე ოჯახში, სადაც ორი შვილი ჰყავთ“, – ამბობს ბავშვთა უფლებების“ დამცველი, მაკტინა ჯინჯოლია. მისივე ცნობით, შემთხვევის დღეს მოზარდი სკოლაში იმყოფებოდა, გაკვეთილების შემდეგ დაესწრო კონცერტს და შემდეგ სახლში უნდა დაბრუნებულიყო. The post ოჩამჩირეში, 15 წლის გოგო 16-სართულიანი შენობიდან გადავარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.