სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
„სადაზღვევო კომპანია ვაიზერმა“ საქართველოს ბაზარს ახალი და ინოვაციური პროდუქტი — ფრილანსერების დაზღვევა შესთავაზა. თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ფრილანსერულ საქმიანობას. მსოფლიოში ფრილანსერების რაოდენობა 1.5 მილიარდს აჭარბებს, რაც გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 46%-ს შეადგენს. თუმცა, თავისუფლებასთან ერთად ფრილანსერებს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც აქვთ — არასტაბილური შემოსავალი, სოციალური გარანტიების ნაკლებობა, ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის არქონა და ავადმყოფობის შემთხვევაში შემოსავლის დაკარგვის რისკი. სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ, „ვაიზერმა“ შექმნა სპეციალურად ფრილანსერებზე მორგებული პროდუქტი — „ფრილანსერების დაზღვევა“. იგი მოიცავს როგორც სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებებს, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების დაფარვასა და შრომისუუნარობის შემთხვევაში ფინანსურ კომპენსაციას,… The post სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →