სიახლე

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს

ტვ ოდიში

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონის მიმართულებით გაუშვეს რაკეტები და კამიკაძე ტიპის დრონები. თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების დაწყებიდან მალევე, პირველი საათის განმავლობაში დაიწყო. მათ შორის, დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შედეგად, ხარკოვში ორი მოქალაქე დაშავდა – დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.მანამდე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე […] The post რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონის მიმართულებით გაუშვეს რაკეტები და კამიკაძე ტიპის დრონები. თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების დაწყებიდან მალევე, პირველი საათის განმავლობაში დაიწყო. მათ შორის, დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შედეგად, ხარკოვში ორი მოქალაქე დაშავდა – დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.მანამდე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქზე მიიტანეს მასშტაბური იერიში. შედეგად, დაშავდა 43 ადამიანი, მათგან 4 კი კრიტიკულ კონდიციაშია.

The post რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი