,,აზერბაიჯანი ღირებული და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია” – კალასი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ბაქოში ჩავიდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ,,აზერბაიჯანი ღირებული და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია ევროკავშირისთვის, შესაბამისად კარგი იყო დღეს ბაქოში ყოფნა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვნთან საუბრებისთვის. ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის დაკავშირებულობის გაძლიერება ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესია და მზად ვართ უფრო სტრუქტურული პარტნიორობის განსახილველად აზერბაიჯანთან. არსებობს მკაფიო პოტენციალი, რომ გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. ასევე მოსაზრებები გავცვალეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომსა და ახლო აღმოსავლეთში ირანის ბოლო თავდასხმებზე,” – წერს კალასი სოციალურ ქსელში. The post ,,აზერბაიჯანი ღირებული და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია” – კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →