სინოდმა პატრიარქობის კანდიდატ მეუფე იობთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მეუფე იობს, რომელიც პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატია, არჩევნებიდან არ მოხსნიან. სინოდმა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის წერილობითი მოწმობის საფუძველზე დაადასტურა, რომ მიტროპოლიტს მართლაც აქვს მიღებული სასულიერო განათლება და თავის დროზე მიღებული აქვს დიპლომიც. პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფეს დიპლომი გაქრა, რის გამოც, მან, სასულიერო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი საპატრიარქოში ვერ გაგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა იმსჯელა. როგორც დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ავრცელებს ინფორმაციას, საკითხი მოგვარებულია. „მსურს განვმარტო, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ (წმიდა სინოდი),როგორც ეკლესიის უმაღლესმა საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანომ, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის… The post სინოდმა პატრიარქობის კანდიდატ მეუფე იობთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →