დღეს, ხაბეიშვილისა და ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს დაკითხავენ. ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა. მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება. მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის… The post დღეს, ხაბეიშვილისა და ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →