სიახლე

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე – „შევთანხმდით, რომ კონტაქტს გავაგრძელებთ“

მედიაცენტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას. „ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში“, – წერს სიბიგა და დასძენს, რომ კონტაქტს გააგრძელებს. „შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ“, – აცხადებს სიბიგა. The post ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე – „შევთანხმდით, რომ კონტაქტს გავაგრძელებთ“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი