თბილისის ახალი ზოოპარკი ვიზიტორებს ზაფხულიდან მიიღებს
თბილისის ახალი ზოოპარკი ვიზიტორებს ზაფხულის პირველი ნახევრიდან მიიღებს. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. „პირველი ნაწილი გაიხსნება კავკასია, რაც კავკასიის ექსპოზიციას მოიცავს. მომავალ წელს ვგეგმავთ დაემატოს აფრიკა. ეტაპობრივად გაიხსნება ვოლიერები და დაემატება სხვადასხვა სახეობის ცხოველი. რაც შეეხება ჟირაფების ჩამოყვანას, ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული. ჯერ უნდა დავასრულოთ ვოლიერების მოწყობა და შემდეგ უნდა ჩამოვიყვანოთ, ვეცდებით მალე მოვიძიოთ ეს სახეობა“, – განაცხადა გურიელიძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება ბილეთის საფასური. The post თბილისის ახალი ზოოპარკი ვიზიტორებს ზაფხულიდან მიიღებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →