ლატვიასა და ესტონეთში დრონებთან დაკავშირებული საფრთხე გამოცხადდა
ლატვიისა და ესტონეთის რამდენიმე რეგიონის მაცხოვრებლები დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დრონებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. მოგვიანებით კი გაფრთხილება გაუქმდა და გამოცხადდა, რომ ესტონეთის საჰაერო სივრცეში საფრთხე აღარ არსებობდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განმარტა, რომ გაფრთხილება გაიცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, დრონების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეღწევის შესაძლებლობის გამო. ასევე, დღეს დილით მსგავსი გაფრთხილება მიიღეს ლატვიის ქალაქების – ალუკსნეს, ბალვის, ლუძას, რეზეკნესა და კრასლავას მაცხოვრებლებმა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ პოტენციური საფრთხე აღარ არსებობდა. The post ლატვიასა და ესტონეთში დრონებთან დაკავშირებული საფრთხე გამოცხადდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →