,,მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს” – გერმანიის საელჩო
„მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს. დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. დღე, რომელიც გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლება არა პრივილეგია, არამედ ყველა დემოკრატიის ფუნდამენტია”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვრცელდება. როგორც საელჩო აღნიშნავს, განსაკუთრებით, რთულ პერიოდებშია დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელი. იგი ხედავს, იმას რასაც სხვები არ ამჩნევენ, ამხელს კორუფციას და ხალხს გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. ,,გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ. აქ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ დამოუკიდებელი ქართული ონლაინ მედიის ქსელის „სინათლის“ მუშაობის შესახებ და/ან თვალი… The post ,,მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს” – გერმანიის საელჩო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →