სიახლე

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბათუმში მომხდარზე, რა დროსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, ინფორმაციას ავრცელებს

TV4

ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. „ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, […] The post საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბათუმში მომხდარზე, რა დროსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, ინფორმაციას ავრცელებს appeared first on TV 4.

პირველწყარო →

ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

 

„ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.

 

დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, კანონის შესაბამისად, გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

The post საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბათუმში მომხდარზე, რა დროსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, ინფორმაციას ავრცელებს appeared first on TV 4.


მსგავსი