
“შაბათის ეთერის” ჟურნალისტური გამოოძიება – TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა მიპოვა არა ერთი ქირაოვანობის დოკუმენტი, საიდანც დგინდება, რომ ყოველ წელს, ასი ათასობით ლარი მხოლოდ ჩინოვნიკების კაბინეტების ქირაში იხარჯება – ამ ფულს კი საქართველოს მოქალაქეები იხდიან.
- შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” ერთ სივრცეში სამინისტროების მოქცევის პროექტს 2017 წლიდან აანონსებს. ჯერ გიორგი კვირიკაშვილი 2017 წელს ამბობდა, რომ სამთავრობო უწყებებს ორთაჭალაში, გულუას ქუჩის 3 ნომერში ერთ სივრცეში განათავსებდნენ. მაშინ პროექტირებაში მილიონ 724 ათასი ლარი დახარჯეს, თუმცა მშენებლობა რვა წლით გაჩერდა და ბოლოს დაბლოკეს. ახლა, იგივე იდეა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა და არსენალის მთა შეარჩია. ტენდერი გამოაცხადეს, თუმცა შემდეგ შეწყვიტეს ოფიცირლურ მიზეზით დეტალებს აზუსტებენ.
ქირაშია გაერთიანებული წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანია – შენობა უნივერსიტეტის ქუჩის 25 ნომერში, სადაც კომპანია უნდა განთავსებულიყო, მიტოვებულია – არადა, 10 წლის წინ, მთავრობამ წყლის წვეთის ფორმის სათავო ოფისის ასაშენებლად, 10 მილიონამდე ლარი სესხის სახით, აზიის განვითარების ბანკისგან აიღო, ფულს კი ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ფულიდან იხდის: 16 სართულიანი ოფისის მშენებლობა მთავარობა სახელმწიფო კომპანიისთვის 2015 წელს დაიწყო. მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა, მილიონები დახარჯულია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კი მდგმურია – ოფისს ქირაში სახელმწიფო კომპანია მილიონ 800 ათას ლარს იხდის.
მშენებლობის ხელშეკრულება უწყებამ შპს დაგთან გააფორმა. გეგმით, მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დათქმულ დროს აქ მხოლოდ ფუნდამენტი ააშენეს, ისიც ისე უხარისხოდ, რომ კონსტრუქციების ნაწილი ისევ დასანგრევი გახდა. ამით მშენებლობის ხარჯი 920 ათას 938 ლარით გაიზარდა.
დოკუმენტით დასტურდება, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყოველთვიურად იჯარაში – 142 ათას 538 ლარს იხდის, მხოლოო ერთ წელიწადში ხალხი მილიონ 710 ათასი ლარს იხდის, მხოლოდ ერთი უწყების შენობის ქირაში და ეს უკვე წლებია გრძელდება.
საოფისე ფართს სპორტის სამინისტრო თბილიში ირანელი ბიზნესმენებისგან ქირაობს. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ირანის მოქალქეებს თითქმის მილიონი აქვთ მიღებული. შენობა შალვა ნუცუბიძის ქუჩს 68 ნომერში, სადაც სპორტის სამინისტროა განთავსებული, კომპანია “თიმ ვორქს” ეკუთვნის ამ კომპანიის მფლობელი კი ირანი მოქალაქეები – მოჰამად რეზა შაფაათი და შაინ შაფაათი არიან.
“შაბათის ეთერმა” მოიპოვა ირანის მოქალაქეებთან საქართველოს მთავრობის სახელით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელს – სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აწერს. აქ წერია, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან შენობის ქიროვნობის პირველ რვა თვეში, 169 ათასი დოლარის გადაიხადეს, შემდეგ კი ყოველ თვეში 22 ათასი 862 დოლარი – რაც დაახლოებით თვეში 61 ათასი ლარია. ამჟამად სპორტის სამინისტრო თვეში, ირანის მოქალაქეებს დაახლოებით 50 ათას ლარს უხდის.
ეს შენობა 2027 წლის 12 ივლისამდეა ნაქირავები და ჯამში საქართველოს ბიუჯეტიდან მოჰამად რეზა შაფაათის და მის ძმას 713 310 დოლარი ანუ დაახლოებთ ორი მილიონი ლარი უნდა გადაერიცხოთ.
მდგმურია რეგიონული განვითარების სამინისტროც. შენობას ამ უწყებისთვის საქართველოს მთავრობა ვახტანგ გორგასლის 10 ნომერში ქირაობს. ეს სამინისტრო კობახიძემ გაპრემიერების შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილისთვის შექმნა. ლილუაშვილი პოსტზე არ წავიდა, ის დაიჭირეს მინისტრის პოსტი კი კახა გულედანს დარჩა. რეგიონული განვითარების სამინისტრო, უკვე ერთ წელია ქირით არის, იმედი აქვთ რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადავლენ, რომელის აშენებაც კარლო კაციტაძის უწყებისთვის დაიწყეს, თუმცა ეს უწყება ისე გაუქმდა რომ შენობამ ვერ მოუსწრო.
დიღომში, 4440 კვადრატულ მეტრ მიწაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ოფისის მშენებლობაში ბიუჯეტიდან 17 მილიონ 850 ათასი ლარი გადაიხადეს. თუმცა ახლა შენობაში, სადაც რეგიონების სამინისტრო უნდა გადავიდეს მიტოვებულია. წესით, კომპანია “ბრიტანია ქონსთრაქშენს” ამ სახელმწიფო შენობის მშენებლობა ერთი წლის წინ უნდა დაესრულებინა. დღეს აქაურობა მიტოვებულია, არც მშენებლობა გრძელდება და არც შენობაა მზად.
უწყება გააუქმეს და თანამდებობიდან გაუშვეს ანტიკორუფციული ბიუროს შეფიც, თუმცა რაჟდენ კუპრაშვილი ყოფილი უწყებისთვის, რომელი აუდიტის სამსახურს გაუერთიანეს, შენობას სოლოლაკში მაინც ქირაობენ, ამის ფუყლსაც თქვენ იხდით.
12 ათას დოლარს იხდით თქვენ, საქართველოს მოქალაქეები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლების კაბინეტებში. საიჯარო ხელშეკრულებაში, რომელიც უწყების ხელმძღვანელ გივი დავითაშვილსა და შპს აურას შორის გაფორმდა, წელიწადში აურას ბიუჯეტიდან ქირის სახით 391 ათასი ლარს უხდიან.