სიახლე

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

GuriaNews

რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური აქცია განახლდა. პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, მსვლელობით შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც ფილარმონიიდან ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, სადაც დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობლები რამდენიმე დღეა უწყვეტ აქციას მართავენ. თავდაპირველად მსველეობის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან სოლიდარობისთვის მივიდნენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. მარშის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით – „თავისუფლება მზიას, […] The post პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური აქცია განახლდა.

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, მსვლელობით შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც ფილარმონიიდან ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, სადაც დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობლები რამდენიმე დღეა უწყვეტ აქციას მართავენ.

თავდაპირველად მსველეობის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან სოლიდარობისთვის მივიდნენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

მარშის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით – „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს.

ასევე, ადგილზე მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის პოსტერები, მათ შორის, საქართველოს, უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები.

შაბათის ტრადიციული მარში დღეს მედიის მხარდაჭერას მიეძღვნა.

პროტესტში მყოფი მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

The post პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი