სიახლე

„ნეტავ თუ მოიძებნება გიორგის ოჯახისთვის სათქმელი მაცოცხლებელი სიტყვები?!“ – სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

Tbilisi Times

ყვარლის მეორე საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ეს ის საშინელებაა, რომელმაც სასტიკ აგონიაში ჩაგვაგდო დიდი თუ პატარა. გული უხმოდ ღრიალებს და სული კვდება იმ ტრაგედიის გამო, რაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს სკოლას მოულოდნელად დაატყდა თავს და გაამწარა ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულმა დაღუპვამ. ნეტავ, ცრემლს შეეძლოს ნუგეშის მოგვრა, წუხილის დაამება, ნეტავ […] The post „ნეტავ თუ მოიძებნება გიორგის ოჯახისთვის სათქმელი მაცოცხლებელი სიტყვები?!“ – სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება appeared first on TTimes.GE.

პირველწყარო →

ყვარლის მეორე საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ეს ის საშინელებაა, რომელმაც სასტიკ აგონიაში ჩაგვაგდო დიდი თუ პატარა. გული უხმოდ ღრიალებს და სული კვდება იმ ტრაგედიის გამო, რაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს სკოლას მოულოდნელად დაატყდა თავს და გაამწარა ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულმა დაღუპვამ.

ნეტავ, ცრემლს შეეძლოს ნუგეშის მოგვრა, წუხილის დაამება, ნეტავ თუ მოიძებნება გიორგის ოჯახისთვის სათქმელი მაცოცხლებელი სიტყვები?!.

გიორგი ჩვენი მოსწავლეა, ჩვენ მიერ გაზრდილი, რამდენ სასიამოვნო მოგონებასა და ისტორიას ინახავს ,გიო, შენ შესახებ ჩვენი სკოლის კედლები. ჩვენთვის დიდი ტკივილია, ღია ჭრილობა, განსაცდელი. უძლურია ყოველი სიტყვა.

ნუგეშად ქრისტიანს მხოლოდ ის ღრმა რწმენა გვრჩება, რომ სიცოცხლე უკვდავია და მარადისობაში უფალთან ყოფნით აგრძელებს ცხოვრებას, სადაც არ არის მწუხარება და ჭირი, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. ნათელი მის ლამაზ, ახალგაზრდა, უბოროტო სულს, ხოლო მის ოჯახსა და ჩვენ გამძლეობა მოგვმადლოს ღმერთმა“, – წერს სკოლა სოციალურ ქსელში.

The post „ნეტავ თუ მოიძებნება გიორგის ოჯახისთვის სათქმელი მაცოცხლებელი სიტყვები?!“ – სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება appeared first on TTimes.GE.


მსგავსი