მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,1 მაისიდან ძალაში შევიდა გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობა. იხსნება ახალი საჯარიმო მოედნები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამას ემატება ბევრად მეტი საჯარიმო კამერა.
საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა. თბილისში პარკინგი შემცირდა 5 ათასი ადგილით იმის გამო, რომ სახლები ჩადგეს, შესაბამისად ლეგალური დასაყენებელიც არსადაა, ამიტომ დაჯარიმება თითქმის გარდაუვალი ხდება.
თან ეს იმ პირობებში, რომ კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად.
მოკლედ, შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და ამგვარად აპირებენ ერთის მხრივ თავისი მუქთახორა აიპ/სიპების თანამშრომლების ხელფასების გადახდას და მეორეს მხრივ ხალხის შევიწროებას.“
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია ამ ბრალდებას უპასუხებს, მათ კომენტარს აქვე შემოგთავაზებთ.
The post ,, თბილისში პარკინგი შემცირდა 5 ათასი ადგილით… თან ეს იმ პირობებში, რომ კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად…” – რას წერს სააკაშვილი? appeared first on .