შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ბაადურ შენგელია დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად ბაადურ შენგელია დაინიშნა. „შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრას, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძეც ესწრებოდა. ბაადურ შენგელიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ბაადურ შენგელია დაინიშნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →