აშშ გერმანიიდან 5000 სამხედრო მოსამსახურეს გაიყვანს
„ომის მდივანმა გერმანიიდან დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურის გაყვანის ბრძანება გასცა”, – განაცხადა პენტაგონის მთავარმა პრესსპიკერმა, შონ პარნელმა. როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ევროპაში დეპარტამენტის ძალების პოზიციის საფუძვლიან გადახედვას მოჰყვა და იგი საომარი მოქმედებების თეატრის მოთხოვნებსა და ადგილზე არსებულ პირობებს ითვალისწინებს. მისი თქმით, გერმანიიდან სამხედროების გაყვანა მომდევნო 6-12 თვეში მოხდება. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების შესახებ პენტაგონმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ირანში ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო რამდენჯერმე გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ აშშ გერმანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირებას განიხილავდა. The post აშშ გერმანიიდან 5000 სამხედრო მოსამსახურეს გაიყვანს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →