სიახლე

“ტყული, ტყული და პაპიროსი პირში” – კოტე კემულარია ხორცის და საწვავის ფასებზე

Alia

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია: “ტყული, ტყული და პაპიროსი პირში” – ასე აფასებს ჩემი ენამახვილი მეზობელი “ოცნების” მთავრობის ლიდერების ზღაპრებს ჩვენთან არსებული ბენზინის და ხორცის ფასების შედარებაზე ევროპულთან?!?! თუ სერიოზულად ვადარებთ, ხარჯებამდე სანამ მივალთ, შემოსავლები უნდა დავთვალოთ… ავიღოთ საშუალო ევროპული პ ო ლ ო ნ ე თი: (ბულგარეთი, უნგრეთი, მალტა—მსგავსია..) – ნომინალური ხელფასი — 1120 ევრო: […] The post “ტყული, ტყული და პაპიროსი პირში” – კოტე კემულარია ხორცის და საწვავის ფასებზე appeared first on .

პირველწყარო →

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

“ტყული, ტყული და პაპიროსი პირში” – ასე აფასებს ჩემი ენამახვილი მეზობელი “ოცნების” მთავრობის ლიდერების ზღაპრებს ჩვენთან არსებული ბენზინის და ხორცის ფასების შედარებაზე ევროპულთან?!?!
თუ სერიოზულად ვადარებთ, ხარჯებამდე სანამ მივალთ, შემოსავლები უნდა დავთვალოთ…
ავიღოთ საშუალო ევროპული
პ ო ლ ო ნ ე თი: (ბულგარეთი, უნგრეთი, მალტა—მსგავსია..)
– ნომინალური ხელფასი — 1120 ევრო:
/საფრანგეთში არის — 1850 ევრო/
საქართველოში – 200ევრო;
– საშუალო ასაკობრივი პენსია –1000 ევრო;
საქართველოში. –100 ევრო
– მუშის საათობრივი ანაზღაურება—30 ევრო;
საქართველოში —3 ევრო
95 “პრემიუმი”ბენზინი გაძვირდა (აქციზის დაკლებით დაარეგულირეს) —1.50 ევრო;
საქართველოში. —1.13 ევრო;
პოლონეთში საქონლის 1კგ ჩვეულებრივი ხორცის ფასი აპრილში გაიზარდა 3.37 დოლარამდე;
უმაღლესი ხარისხის—7.71 დოლარამდე;
საქართველოში- ჩველებრივი-10 დოლარამდე (27 ლარი);
უმაღლესი ხარიახის—15 დოლარამდე (40 ლარი);
პოლონეთში-უნგრეთში პენსიონერს ნომინალური1000 ევროდან—600ევრო ყოფნის —
პროდუქტებზე, წამლებზე, კომუნალურ გადასახადებზე, სატრანსპორტო ხარჯებზე…
თქვენ თვითონ განსაჯეთ, ძვირფასო თანამემამულენო, “ოცნების” მთავრობის უსინდისობა, როდესაც ა თ ჯ ე რ მეტი შემოსავლის მქონე ევროპელისთვის ბენზინის და
პროდუქტების თითქმის იგივე ფასს (ხორცზე და წამლებზე ნაკლებია) –  ქართველის სასიცოცხლო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავლებს რომ უდარებს?!
ადვილად გასაგები არის რატომ სურს საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას ევროპულ დიდ ოჯახში გაერთიანება!!!
P.S. ცალკე თემა არის – რუსეთში
ბენზინის ფასი აპრილში 0.69 ევრო რომ არის საცალო ფასი (საბითუმო ნაკლებია)
და თქვენს მიერ შემოტანის შემდეგ — თითქმის ო რ ჯ ე რ მეტი(?!) 1.13 ევრო რომ ხდება!!! ვისთან მიდის ეს კოლოსალური სხვაობა???

The post “ტყული, ტყული და პაპიროსი პირში” – კოტე კემულარია ხორცის და საწვავის ფასებზე appeared first on .


მსგავსი