ემანუელ მაკრონი მეფე ჩარლზს პასუხობს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ს პასუხობს, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს ხუმრობით განუცხადა, რომ ბრიტანელები რომ არ ყოფილიყვნენ, ამერიკელები დღეს ფრანგულად ილაპარაკებდნენ. „ელეგანტური იქნებოდა“, – წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ცნობისთვის, თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც იანვარში ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ისინი ახლა გერმანულად ილაპარაკებდნენ შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომში ევროპისთვის დახმარება რომ არ გაეწია. მეფე ჩარლზმა დონალდ ტრამპს ხუმრობით მიმართა: „გავბედავ და ვიტყვი, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით თქვენ ფრანგულ ენაზე ილაპარაკებდით“. The post ემანუელ მაკრონი მეფე ჩარლზს პასუხობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →