სიახლე

პლენარულ სხდომაზე არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას „ბელადი“ უწოდა, რაზეც ტატა ხვედელიანმა მიმართა: „ბელადები და ბელადომანია თქვენკენ მოიკითხეთ!“

GuriaNews

ბელადები და ბელადომანია თქვენკენ მოიკითხეთ!, – ასე მიმართა “ინტერპრესნიუსის” ცნობით, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, „ბელადი და ბელადომანია“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ახასიათებთ. „მინდა, ბატონ არჩილს პასუხი გავცე. ბელადი და ბელადომანია „მეოცნებეებს“ გახასიათებთ. ჩვენ ვნახეთ, თქვენი ბელადი როგორ ფუნქციას განიჭებთ ხოლმე, როგორც ალიევის ვიზიტისას, თქვენს პრემიერს მიანიჭა, […] The post პლენარულ სხდომაზე არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას „ბელადი“ უწოდა, რაზეც ტატა ხვედელიანმა მიმართა: „ბელადები და ბელადომანია თქვენკენ მოიკითხეთ!“ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ბელადები და ბელადომანია თქვენკენ მოიკითხეთ!, – ასე მიმართა “ინტერპრესნიუსის” ცნობით,  „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, „ბელადი და ბელადომანია“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ახასიათებთ.

„მინდა, ბატონ არჩილს პასუხი გავცე. ბელადი და ბელადომანია „მეოცნებეებს“ გახასიათებთ. ჩვენ ვნახეთ, თქვენი ბელადი როგორ ფუნქციას განიჭებთ ხოლმე, როგორც ალიევის ვიზიტისას, თქვენს პრემიერს მიანიჭა, ასევე, მდინარაძის ფუნქციის მინიჭებასაც ვადევნებთ ახლა თვალყურს. ასეთ ფუნქციებს განიჭებთ თქვენი ბელადი ზუსტადაც. ასე რომ, ბელადები და ბელადომანია თქვენკენ მოიკითხეთ!,“ – მიმართა ხვედელიანმა გორდულაძეს.

მანამდე, არჩილ გორდულაძემ სიტყვით გამოსვლისას, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბელადად მოიხსენია.

„კარგია, რომ „გახარიელებს“ გუშინ სიტყვა კომპეტენცია „დაუგუგლავთ“ და რაღაცა უსწავლიათ. დააგვიანეს, რამდენიმე წლის წინ უნდა ესწავლათ ეს სიტყვა, მაშინ როდესაც მათი ბელადი, შინაგან საქმეთა მინისტრის ფუნქციას იკავებდა და კოორდინირებულად რომ არ იმოქმედა, მაგიტომ დავკარგეთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საქართველოს ტერიტორია და ახლა მისი გუნდის წევრები ამაყობენ ჩორჩანას მოვლენებით,“ – განაცხადა გორდულაძემ.

The post პლენარულ სხდომაზე არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას „ბელადი“ უწოდა, რაზეც ტატა ხვედელიანმა მიმართა: „ბელადები და ბელადომანია თქვენკენ მოიკითხეთ!“ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი