სიახლე

საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება – სხდომაზე სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ

მედიაცენტრი

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე მღვდელმთავრები ფარული კენჭისყრით, სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. საპატრიარქო კანდიდატის შერჩევის პროცედურა ორ ეტაპად განხორციელდება. გამოვლენილი სამი კანდიდატიდან შემდეგ გაფართოებულ კრებაზე, უშუალოდ მღვდელმთავრების მიერ მოხდება გამოვლენა, თუ ვინ იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი. 3 აპრილს გამართული სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევად ეკლესიის გაფართოებული კრება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება. The post საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება – სხდომაზე სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი