სიახლე

უკრაინა თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

მედიაცენტრი

უკრაინა მონაწილეობას მიიღებს თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში. ამჟამად მხარეები მონაწილეობის ფორმატსა და უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაზე თანხმდებიან, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ალიანსის მომავალ შეხვედრაზე. თუმცა, წარმომადგენლობის დონისა და მონაწილეობის კონკრეტული ფორმატის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია. „ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ, რა ფორმატით და ვის მიერ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ნატო-ს სამიტი 7-8 ივლისს არის დაგეგმილი. ღონისძიება ანკარაში გაიმართება. The post უკრაინა თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი