სიახლე

სუს-მა შსს-ში გადასული თავისი ყოფილი თანამშრომელი დააკავა

GuriaNews

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ ერთი პირი დააკავა. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი […] The post სუს-მა შსს-ში გადასული თავისი ყოფილი თანამშრომელი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ ერთი პირი დააკავა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი”,_ აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

The post სუს-მა შსს-ში გადასული თავისი ყოფილი თანამშრომელი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი