საქსტატმა 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.
სტატისტიკის თანახმად, გურიაში 101.6 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათგან 31.7 ათასი საქალაქო დასახლებაში, ხოლო 69.8 ათასი სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს.
როგორც საქსტატში აცხადებენ, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 941.1 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია. აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება ეფუძნება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, ასევე 2025 წლის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის მაჩვენებლებს.
The post რას შეადგენს გურიაში მოსახლეობის რიცხოვნობა 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით appeared first on გურია ნიუსი.