სიახლე

მოსკოვში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

მედიაცენტრი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საველოვსკის რკინიგზის სადგურზე წუხელ აფეთქება მოხდა, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაახლოებით ღამის 00:05 საათზე უცნობი პირი საპატრულო მანქანაში მყოფ პატრულის თანამშრომლებს მიუახლოვდა, რის შემდეგაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. დაიღუპნენ საგზაო პოლიციის თანამშრომელი და ეჭვმიტანილი. კიდევ ორი ​​პოლიციელი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ვაჭრობის ფაქტებზე აღძრა. The post მოსკოვში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი