The Guardian-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს.
ევროკავშირის კვიპროსის თავმჯდომარეობის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მწვანე შუქი აუნთეს.
„ახლა ეს ევროკავშირის საბჭოს მიერ საბოლოო დამტკიცებისთვის წერილობით პროცედურას გაივლის“, – განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა.
ევროკავშირის ელჩების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების ოფიციალური პროცედურა ხვალ შუადღისას დასრულდება.
ცნობისთვის, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებოდნენ და მათი თანხმობის წინაპირობად „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენას ასახელებდნენ. დღეს უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
The post ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს appeared first on გურია ნიუსი.