სიახლე

„ირანმა არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“ – ტრამპი

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა „არაერთხელ დაარღვია“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ წერს. დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა დარღვევებზეა საუბარი. მანამდე ტრამპმა ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, რაც, მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა იყო. საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთანხმების დარღვევა ვაშინგტონის მხრიდან ირანის პორტების ბლოკადა იყო. ამასთან, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გაიმართება თუ არა ირანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პაკისტანში. The post „ირანმა არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“ – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი