ბავშვის საკვებ პროდუქტში ვირთხის საწამლავი აღმოაჩინეს
ავსტრიაში HiPP-ის ბავშვთა საკვების ერთ-ერთ ქილაში ვირთხის შხამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. მედიის ცნობით, პოლიციას მომხმარებელმა მიაწოდა ინფორმაცია სტაფილოსა და კარტოფილის პიურეს მოწამლული ქილის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მომხმარებლის ბავშვს საკვები არ მიუღია. პოლიციის ცნობით, ქილა განზრახ იყო დაზიანებული. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ მიმოქცევაშია კიდევ ერთი დაზიანებული ქილა და აქვეყნებენ ინსტრუქციებს, როგორ ამოიცნონ ის მომხმარებლებმა. ხელისუფლებაში არ ადასტურებენ, რომ საქმეები სავარაუდო გამოძალვის მცდელობას ეხება, თუმცა პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანელი გამომძიებლებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ გაფუჭებული ქილები ჩეხეთსა და სლოვაკეთშიც აღმოაჩინეს. შაბათს HiPP-მა ავსტრიის „სპარის“ სუპერმარკეტებიდან პიურეების… The post ბავშვის საკვებ პროდუქტში ვირთხის საწამლავი აღმოაჩინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →